მზად ვართ ახალი ბაზრების მოძიების მხარდაჭერისთვის – შამუგია ხილის ექსპორტის დივერსიფიცირებაზე

მზად ვართ ახალი ბაზრების მოძიების მხარდაჭერისთვის – შამუგია ხილის ექსპორტის დივერსიფიცირებაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ქართული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და ექსპორტის ზრდის პოტენციალის საკითხებზე იმსჯელეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების ხელშეწყობით, ყოველწლიურად იზრდება გაშენებული ბაღების ფართობები, რომლებიც უკვე მსხმოიარობის ეტაპზე გადადის; შესაბამისად, მოსავლიანობის ზრდის ტენდენცია ყოველწლიური იქნება, რაც ზრდის ადგილობრივი ფერმერების შემოსავლებს, თუმცა, მნიშვნელოვანია მიღებული მოსავლის დროული რეალიზაცია, რისთვისაც მზად უნდა იყვნენ ექსპორტიორები. ჩვენ მზად ვართ, ახალი ბაზრების მოძიებაში მხარდაჭერა გავუწიოთ დაინტერესებულ მხარეს, მით უმეტეს, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კენკროვანი, განსაკუთრებით, მოცვის ბაღების ფართობების ზრდის ტენდენციაზე და სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებაზე, მათ შორის, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ ახალ პროგრამაზე, რომელიც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, მალფუჭებადი კულტურები შეინახოს და შემდეგ, ეტაპობრივად, სასურველ ბაზრებზე მოახდინოს მისი რეალიზაცია.

ხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებმა ბაზრების დივერსიფიკაციაში სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და, სამომავლოდ, მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრების გამართვის სურვილი და აქტიური ჩართულობის მზაობა გამოთქვეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები თენგიზ ნასარიძე და კახა კაკაბაძე, ასევე სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

EBRD-მა და USAID-მა სამხრეთ კავკასიაში შუა დერეფნის განვითარების შესახებ…

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის,…
შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის 4 ქვეყნის ერთობლივი საწარმოს დაფუძნება რუმინეთში განიხილება – ეკონომიკის სამინისტრო

შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის 4 ქვეყნის ერთობლივი საწარმოს დაფუძნება…

შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის, საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთის ერთობლივი კომპანიის დაფუძნება რუმინეთში განიხილება. ამის შესახებ თბილისში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის…
ინფორმაცია, რომ პოლიცია და საგამოძიებო შესულია რამდენიმე სააგენტოში, სიმართლეს არ შეესაბამება – ასოციაცია

ინფორმაცია, რომ პოლიცია და საგამოძიებო შესულია რამდენიმე სააგენტოში, სიმართლეს…

„საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის ასოციაციის“ (ACAG) განცხადებით, სიმართლეს არ შეესებამება ინფორმაცია, რომ პოლიცია და საგამოძიებო სამსახური რამდენიმე სარეკლამო სააგენტოს ამოწმებს. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ…